მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

news image
mbc image

პარტია ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონსგანემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ნინო წილოსანმა და შოთა ბერეკაშვილმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

19.11.2026.15:54

საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, მის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით მიმართეს.

„საქართველო კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციას მეხუთედ მასპინძლობს. აღნიშნული ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების კუთხით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ პროცესში კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ვმონაწილეობდით. განცალკევებით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავია, ვერ იქნება ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებელი. ამის მანიშნებელი ნამდვილად შეიძლება იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პოლიტიკის, როგორც სახელმწიფო პროდუქტის, ასევე ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს მომხმარებლები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტად რჩება როგორც მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების კონტროლი, ისე თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს აქვთ, ჩვენს ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „ჩვენ უკვე გავიარეთ მნიშვნელოვანი გზა მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი აღიარებიდან, მათ დაცვამდე. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის ეს უფლებები კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის კონკურენტული და გამჭვირვალე გარემო შეიქმნას, რომლის პირობებში მომხმარებელი მიიღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე.

„პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისეთი ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას, ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, სერვისების მრავალფეროვნებას და შედეგობრივად, მომხმარებლის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კონკურენციის გაძლიერება, პროცესების სისწრაფე და გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენციის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. მისი თქმით, ღია ბაზრის პრინციპების გაძლიერებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციების სწრაფი დანერგვა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება.

შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, პროცესების სისწრაფისა და გამჭვირვალობისთვის, ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გარემო. მისი თქმით, გამჭვირვალობა ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის ნდობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერება როგორც მარეგულირებელ პროცესებში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

კომიტეტის თავმჯდომარემ მომხმარებელთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ფასების, ხარისხისა და პირობების შესახებ სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ბაზარზე არსებული შეთავაზებები და გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი.

„ეს მიმართულებები ერთმანეთის შემავსებელია და ჯანსაღი საბაზრო გარემოს საფუძველს ქმნის. ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საბანკო და საზედამხედველო სექტორებისა და 22 ქვეყნის ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა