ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ - ლევან ნიკოლეიშვილი
დღეს უკვე აშკარაა, რომ "ნაცმაიდანი" ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ის აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან და მაინც დადიან მიტინგებზე, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს უწყობენ ხელს, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად, ასეთ ადამიანებს სასარგებლო იდიოტების როლში არიან. "დღეს უკვე აშკარაა, რომ "ნაცმაიდანი" ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან. ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ სასარგებლო იდიოტებს რამეს შთავაგონებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამ მზაკვრულ დანაშაულში მონაწილეობა, იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ, დანაშაულში თანამონაწილეობაა და არავის ასცდება პასუხისმგებლობა!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სხვა სიახლეები
შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
20.11.2026.18:32
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.