ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და აქტიურად მუშაობს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, კვლევის შედეგები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული და მათ შორისაა, როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ხელისუფლებამ მოახერხა უზრუნველეყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9.3%. ასევე, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული ეკონომიკური ზრდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იგრძნოს აღნიშნული საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მმართველობის მიმართულებით და კორფუციასთან ბრძოლის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
08.10.2026.08:39
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.
2027 წელს საგარეო უწყებისთვის გათვალისწინებულია 233 მილიონამდე ლარი. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთიანი აგროპროექტის, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსება, ასევე, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
„ბიუჯეტი საკმაოდ ოპტიმისტურია, საკმაოდ გაძლიერდა სოციალურ პაკეტი, ეს იქნება სერიოზული, მნიშვნელოვანი შეღავათი მათ შორის, დაბალშემოსავლიანებისათვის და პენსიონერებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.