კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" მენტალურად არ გასულა "ორი ტრუპის" მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და საზოგადოებამაც იცის, რომ "ნაცმოძრაობა" არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება - რატი იონათამიშვილი
"კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", ცხადია, მენტალურად არ გასულა "ორი ტრუპის" მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რადიკალების აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ "შეიძლება იყოს მსხვერპლი."
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამაც იცის, რომ "ნაცმოძრაობა" არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი, ამას მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს. იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიკალებს გეგმების განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან საქართველო ძლიერი სახელმწიფოა.
"ჩვენმა საზოგადოებამაც იცის, რომ "ნაცმოძრაობა" არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი. ახლაც ამას უყურებს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ, როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, რა თქმა უნდა, ამის განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მავნებლებმა საფრთხე შეუქმნან მშვიდობას, განვითარებას და დემოკრატიას." - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.