მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

კონსტანტინე ზარნაძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. კონსტანტინე ზარნაძე არის თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. ანგარიშში ასახულია მისი საქმიანობაში კომისიებსა და უმრავლესობის ფრაქციაში.

საანგარიშო პერიოდში თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის 16 სხდომა გაიმართა და განიხილეს 116 საკითხი. კონსტანტინე ზარნაძემ კომისიის საქმიანობასა და განხილულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას. მისი განცხადებით, სამართლებრივი აქტით განიმარტა და დაზუსტდა მასში გამოყენებული ტერმინები, ჩამოყალიბდა შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების ფორმა და წესი, დაზუსტდა ცხოველის პატრონისა და მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. კომისიამ საქალაქო სამსახურებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა 2026 წლისთვის დაგეგმილი პროექტები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

წლიური საქმიანობის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის 2025–2030 წლების მართვის გეგმისა და თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ შეხვედრებს, რომლებიც გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიებისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანია დედაქალაქში მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციის, წყაროსთან სეპარირების, შეგროვების, რეციკლირებისა და აღდგენის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. სამუშაო შეხვედრებისას მკაფიოდ ჩამოყალიბდა და გაიწერა მიზნები, ძირითადი ამოცანები და გამოწვევები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, თბილისში (სადაც წელიწადში საშუალოდ 411 000 ტონა ნარჩენი გროვდება) მართვის სისტემა კვლავ ძირითადად ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული.

ერთი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის კომისიაში შევიდა 711 განცხადება/წერილი, რომლებზეც კომისიამ შესაბამისი რეაგირება განახორციელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 17 სხდომა, რომლებზეც განიხილეს 357 საკითხი. კონსტანტინე ზარნაძე დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 14 სხდომას. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 სხდომა. კონსტანტინე ზარნაძემ მონაწილეობა მიიღო 812 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესწავლასა და დამტკიცებაში. 

კონსტანტინე ზარნაძე სისტემატურად ხვდებოდა მოქალაქეებს, განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები, წინადადებები თუ საჩივრები და საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა მათზე.

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image კონსტანტინე ზარნაძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

28.10.2026.10:21

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა