კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 2 წევრ სახელმწიფოს, რაც დაკავშირებულია მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან - ლევან ჟორჟოლიანი
კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 2 წევრ სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული არის იმ ანტიკორუფციული პოლიტიკით, რომელსაც ატარებს მთავრობა და რომელიც ეფუძნება რამდენიმე მიმართულებას.
„პირველი, ეს არის პრევენციული მექანიზმები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის აღსრულება. ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ სამართალდამცავი უწყებების უპრეცედენტო გააქტიურებას ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების დანერგვა, გაჯანსაღება სახელმწიფო პრივატიზების სფეროსი, ასევე ენერგეტიკული მიმართულებით და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრული გაჯანსაღება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
24.04.2026.17:57
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.