ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ - პრემიერი
ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია, ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
„საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ვინც ამას ეწინააღმდეგება, იმას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ა.შ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი ჩვენ შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი ქვეყნების - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს l შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტზე“
24.04.2026.14:45
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში საქართველოს მნიშვნელობას აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის როლი, როგორც გამტარი და რეგიონში ერთ-ერთი დამაკავშირებელი ქვეყნების, კერძოდ, აზიასა და ევროპას შაორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს „შუა დერეფნის“ პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს და გავხადოთ ჩვენი დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აუცილებელია, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი, კიდევ უფრო გაძლიერდეს რკინიგზის მოდერნიზაცია. საერთო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტიანი და მიზიდავს ძალიან დიდ ტვირთბრუნვას. ეს თავისთავად აისახება ეკონომიკის ზრდაში”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
აშშ-ი და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი.