საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება - ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს | კახა კალაძე
ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე.
“საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება. ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა. პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი - ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
17.06.2026.13:54
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ჯოანა ბარტონს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„პრემიერმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში.
აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.