ყველას გელოდებით ქუთაისში, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ლევან მოსეშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს ქუთაისშია წარმოდგენილი ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ფოსტასთან ერთად.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქუთაისში 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ იწვევს.
,, გელოდებით ყველას! ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისში მრავალფეროვანი აქტივობებით ვართ წარმოდგენილი. ბალახვანში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ მოსულ სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ: ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, როგორიცაა: გასართობი აქტივობები, მოსასვენებელი კუთხე და ჩემოდნების ფოტოზონა. სივრცეში ასევე, განთავსებულია ვირტუალური რეალობის (VR) ზონა.
ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი თვითმფრინავის კუდის ფორმის ფრენის სიმულაციის ოთახი. ქუთაისში მოსულ დამთვალიერებელს დახვდება სხვადასხვა ვორქშოპები და საბავშვო გასართობი აქტივობები,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ქუთაისის ძირითადი ღონისძიების გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.