მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლადო ბოჟაძე: ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა,  გადავცე  გლდანელების,  ნაძალადეველების, საბურთალოელების და  დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე  დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას.  საკრებულოში თქვენ არ დადიხართ, არ დადიხართ არც კომისიის სხდომებზე.  საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და საარჩევნო  კამპანიის პერიოდში მაინც დაენახეთ საზოგადოებას.  მესმის, რომ მისასვლელი პირი არ გაქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის გულის მოგება და სხვისი დავალებების შესრულება გაინტერესებთ. რატომ მოატყუეთ ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებდით?! აღარ აპირებს საქართველოს მოსახლეობა მოტყუვდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს  და ისევ ასეთი ცარიელი ადგილები, არაფრის გამკეთებლები აირჩიოს საქართველოს პარლამენტში“,  -   განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ აღნიშნა,  არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ყველა ძალიან კარგად  ხედავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

„ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე პირადად  ის დავალება, რომელსაც ვისმენ დედაქალაქში და  ჩემი კოლეგები ისმენენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირნათლად უნდა შევასრულო.  აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში.  შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა.  გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება.  არავის მივცეთ საშუალება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს  საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვემზადებით ქართველ ხალხთან ერთად  არჩევნებისთვის, გამარჯვებისთვის,   თქვენ კი ემზადებით 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, სისხლიანი რევოლუციისთვის. თუმცა იცოდეთ, რომ არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ყველას  მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც იქნება ერთადერთი ღირსეული, რადგან ღირსეულად გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობითა და  კეთილდღეობით წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ“,  -  განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა