ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
24.08.2026.15:37
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.
„განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.