მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ლიბერთი ბანკმა" გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამის ხარჯზე მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის. ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც", ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო. , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი რომელიც შეამსუბუქებს პენსიონერების და ზოგადად, თანამოქალაქეების მდგომარეობას.

„ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელობას, ძალიან კონსტრუქციული იყო მათი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა" გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც არის დაკავშირებული საპენსიო სესხებთან.

დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, დეტალები დამატებით ზუსტდება და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი, მათგან მოისმენთ ინფორმაციას. დღეს როგორც იცით არის ინტერპელაციის წესით ქალბატონი ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტში, ისიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე და მთლიანობაში, ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც", ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი რომელიც შეამსუბუქებს ჩვენი პენსიონერების, ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას და სწორედ ამ სულისკვეთებით გადაიდგა ეს ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა