მადლობა ჩემს კოლეგებსა და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს გვერდში დგომისა და ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე გიორგი ტყემალაძის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას უყარეს კენჭი.
გიორგი ტყემალაძე კოლეგებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის, ერთგულებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობიდან არ მივდივარ, ვრჩები დედაქალაქის სამსახურში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დედაქალაქისთვის მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
„საკრებულომ აირჩია ღირსეული თავმჯდომარე - ზურა აბაშიძე. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ზურა არის თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი როგორც პოლიტიკაში, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში. მერიასა და საკრებულოს შორის კარგი კოორდინაცია იყო და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.