მადლობა ნდობისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში, ჩემს ხალხს მოვახმარო - სულხან თამაზაშვილი
მადლობა ნდობისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა სულხან თამაზაშვილმა.
„ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ამ კუთხის შვილი ვარ - დავიბადე და გავიზარდე აჭარაში, ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს და რესპუბლიკას“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დატოვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
12.08.2026.18:54
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.
მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ლევან ზაუტაშვილი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.