მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ემირის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ასევე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და დადასტურდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
16.11.2026.22:50