მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრის განცხადებით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის წარმართვის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში.

„ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ მოხდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, როდესაც პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას," - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური კავშირებისა და შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას.

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ეს ვიზიტი ნამდვილად აღსანიშნავია," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სოფიას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბულგარელ კოლეგასთან ერთად განხილულ საკითხებზე, მათ შორის, დაკავშირებადობაზე, რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ დაკავშირებადობის საკითხზე, მედეგობაზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის საკითხში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სოფიას ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი - დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, თავის მხრივ, გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

27.10.2026.17:32

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ისნის რაიონის (ავლაბარი, ელია, მეტრომშენი) მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. 

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრმა კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.

კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშის წარდგენისას თავმჯდომარის რანგში სარევიზიო კომისიაში გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა და საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა დეტალურად მიმოიხილა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა 15 ორგანიზაციის შემოწმება, აქედან 11 ორგანიზაციის შემოწმება დასრულებულია, ხოლო 4 ორგანიზაციის შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია სარევიზიო კომისიის 17 სხდომა, რომლებზეც 34 საკითხი განიხილეს.

„შემოწმებიდან გამომდინარე რეკომენდაციები გაიცა, რომლებიც ორგანიზაციების მიერ უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულია“, - ნათქვამია ანგარიშში. 

კახაბერ ლაბუჩიძემ თავის ანგარიშში სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებაზეც ისაუბრა და მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების, ახალი გამოწვევების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები დეტალურად მიმოიხილა. ტრენინგები სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში გაიარეს.

საკრებულოს წევრის ანგარიშში ცალკე თავი სამუშაო ვიზიტებს ეხება.

კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ვრცელი ადგილი ისნის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. მაჟორიტარმა სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობა, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის გამოყოფილ სახსრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებები, სოციალური დახმარებები, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები და თბილისის საჯარო-სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, სამაჟორიტარო ბიუროში შემოსული თხოვნები და საკითხები ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, სოციალურ, სამართლებრივ, ქონებრივ, სამედიცინო მომსახურება-გამოკვლევებს, ოპერაციებს, მედიკამენტების დაფინანსებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს ეხება.

სტატისტიკის მიხედვით, ბიუროში საანგარიშო პერიოდში შესულია 525 განცხადება, რომელთან ნაწილი ამჟამად დაფინანსებულია 159 642,59 ათასი ლარით და კიდევ 72 განცხადებაა განხილვის პროცესში.

განცხადებები ძირითადად ეხება სამაჟორიტარო რაიონში წარმოებულ საგზაო სამუშაოებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საჭიროებებს, რომლებზეც მაჟორიტარის ბიუროდან საქალაქო სამსახურებთან შუამდგომლობები იგზავნება.

კახაბერ ლაბუჩიძის ანგარიშში ასევე საუბარიათბილისის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილე 6 წარმატებულ პროექტზე. ასევე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის პროგრამაზე, რომლის შესახებაც მაჟორიტარმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებთან 30-მდე შეხვედრა ჩაატარა.

კახაბერ ლაბუჩიძემ ანგარიშში გამოსყიდვის პროგრამით განხორციელებულ 7 წარმატებულ პროექტზეც ისაუბრა და ისნის რაიონის გამგეობის მიერ „ავარიული სახლების გამოსყიდვის პროგრამაში“ ჩართული ოჯახებისთვის გადახდილი ქირის კომპენსაციის თანხები წარმოადგინა.

მაჟორიტარმა ასევე სამაჟორიტარო რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები და რამდენიმე მისამართზე ქუჩის შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თბილისის განვითარების ფონდისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა