მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ მოღალატეობრივ წერილზე: პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ არიან ჯაშუშები

news image
mbc image

აგონია იძლევა ასეთ შედეგებს, რადგან ისინი არიან აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ მათ გამოამჟღავნეს ბოლომდე საკუთარი თავი და მე მგონი ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ, აგენტების სიტყვის უკან შეიძლება ბევრი სხვა ხასიათი ამოიკითხო, დავუშვათ, აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც კი, ისინი არიან ჯაშუშები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ მოღალატეობრივ წერილთან დაკავშირებით. 

მდინარაძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები - სერგო ორჯონიკიძეები.

„პირველად საქართველოს ისტორიაში აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ თავისი ხელით, აქამდე ხომ ეს გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე იყო ცნობილი, ამას ჩვენ ვამხელდით, ჟურნალისტები ამხელდით და ვიცოდით, რომ დადიოდნენ დერეფნებში და ამას აკეთებდნენ, მაგრამ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო, პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ ისინი არიან ჯაშუშები - სერგო ორჯონიკიძეები, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს - სერგო ორჯონიკიძე, აქეთ ესენი ამბობენ რომ დაგვსაჯეთ. იმაზე უარესები არიან, დაგვსაჯეთ არ ფრიალებსო, საჩვენო აგენტურული დროშებიო, დაგვსაჯეთ იქნებ ავაფრიალოთ ასეთი დროშებიო. ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა, რაიმე გზით. ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, იმიტომ, რომ ამის ობიექტური მოცემულობა არ არსებობს, თორემ გარკვეული პატრონები იქაც ჰყავთ, გარკვეული ძალები, და ამ დროს ესენი მაინც ჯიუტად ითხოვენ, რომ იქნებ რამენაირად მაინც დავსაჯოთ საქართველო და აქციებს რომ აწყობ, ახლა რა ხასიათის აქციებიცაა დისკომფორტს ვის უქმნიან, ხელისუფლებას?! - არა ხალხს, ხალხის დასჯას ითხოვენ, ევროპელებისგან რასაც ითხოვდნენ იმით ვინ ისჯება?! ქვეყანა და ხალხი ხომ?!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას იმხელა აგრესია აქვს, ხალხისა და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე, რაც ჯაშუშობის მეტი არაფერია.

„იმხელა აგრესია აქვთ, ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე და ჯაშუშის მეტი არაფერი არ არის. უფრო მეტად დადასტურებული, ვიდრე ამ წერილით არის მათი ჯაშუშობა, აქამდე არ ყოფილა. აქამდე ეს ყველაფერი ვიცოდით ინფორმაციებით, ერთი - თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ყველა მათგანი არ იყო, ნაწილი იყო ახლა ვითომ მათგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ქნა გახარიას ხომ არ აინტერესებს, გვარამია მით უმეტეს, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ იყოს, მელია და ხაზარაძე და მათი რეკეტიორები არ არიან „ნაცმოძრაობა“ და ისინი ხომ გაემიჯნნენ ერთმანეთს და „ნაცმოძრაობას“ აბრალებდნენ ღალატს, ახლა უკვე ყველამ ერთობლივად ხელი მოაწერა საქართველოს და ქართული საზოგადოების დასჯას. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება, ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა