მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ ეს რიცხვი 400 ათასამდე გაზარდეს

news image
mbc image

როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ ეს რიცხვი 400 ათასამდე გაზარდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, არჩევნებზე მომხდარი ყველა დარღვევა დაფიქსირებულია, მიმდინარეობს გამოძიება და მათ მიღმა სხვა დარღვევებზე მტკიცებულებები არ არსებობს. 

„მტკიცებულებები არ არსებობს და რას მიიტანენ?! მტკიცებულებები არსებობს მხოლოდ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც მე ორჯერ ჩავატარე ბრიფინგი და შსს-ში გამოძიება უკვე დაწყებულია ამ ფაქტებზე, როდესაც მათ სცადეს რამდენიმე ათეული და ასეული ხმის მოპარვა „ქართული ოცნებისათვის“. რამდენიმე ათეულ შემთხვევაში გამოუვიდათ, ნამდვილად არ ვაბრალებ, რომ მათ შეძლეს არჩევნების გაყალბება „ქართული ოცნებისათვის“, როგორც ისინი ინტერპრეტირებდნენ ბრიფინგების შემდეგ დღეებში. რადიკალებმა რამდენიმე ათეული ხმის მოპარვა ჩვენთვის შეძლეს, საბედნიეროდ, მსგავსი საკითხებით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სულ რაღაც, 900 000 ხმით გავუსწარით მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ამ ფაქტების გარდა მეტი ფაქტი გაყალბების მცდელობის შესახებ არ არსებობს. ერთადერთი იყო მარნეულის ერთ-ერთი უბანი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავე დაკავებულია. ყველა დარღვევა დაფიქსირდა. იმდენი სუბიექტური დამკვირვებელი იყო თითოეულ უბანზე, რომ იქ რაღაცის გაპარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ესენი ამბობენ 300 ათასი ადამიანის ხმა გააყალბებსო. მერე, ორი კვირის მერე ეს რიცხვი 400-მდე გაზარდეს, როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ გაზარდეს 400 ათასამდე“,- აღნიშნა მდინარაძემ. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა