მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

მარიამ გრიგოლიშვილმა ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.

როგორც უმრავლესობის წევრმა ანგარიშში აღნიშნა, მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა საკრებულოს კომისიებში წარმოდგენილი პროექტების შესწავლას, რომლებიც შემდგომ საკრებულოს სხდომებზე განიხილებოდა. ამგვარი სამუშაო პროცესი კი შესაძლებლობას იძლევა გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი შეფასდეს როგორც სამართლებრივი და ადმინისტრაციული, ისე მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით.

მარიამ გრიგოლიშვილმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში განხილულ საკითხებზე. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარება, განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რადგან ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


ანგარიშის თანახმად, მარიამ გრიგოლიშვილი აქტიურად იყო ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საქმიანობაში, რომლის ძირითადი მიზანი მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის მხარდაჭერა და შესაბამისი მუნიციპალური პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობაა.

უმრავლესობის წევრმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა ისიც, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობის ფარგლებში, კომისიებსა და საბჭოში მუშაობის გარდა, ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციებს სხვადასხვა მუნიციპალურ და საერთაშორისო ორგანიზაციაში. მისი თქმით, აღნიშნული უფლებამოსილებები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ისე მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენისა და შესაბამისი ინსტიტუციური კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

ანგარიშის წარდგენისას მარიამ გრიგოლიშვილმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საკრებულოს 17 სხდომას დაესწრო, რომლებზეც საკრებულომ მიიღო 99 დადგენილება და 714 განკარგულება. მისი თქმით, საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა დედაქალაქის ბიუჯეტს, მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას, ქალაქის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკას, მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციულ საკითხებს.

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში

30.10.2026.20:35

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა