მარიამ ქვრივიშვილი | ახალი რეისი ლონდონი თბილისი ლონდონი - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის
სხვა სიახლეები
ნინო წილოსანი პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
06.10.2026.11:20
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პარლამენტში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
ნინო წილოსანმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნინო წილოსანმა სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა გამოცხადდა. ამ პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირებას 39 ახალგაზრდა გაივლის.