მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

მდგრადი განვითარების გრძელვადიან პროცესში თბილისის ფორუმი იქცა პლატფორმად, სადაც შეგვიძლია ყოველწლიურად შევაფასოთ პროგრესი და გლობალური ცვლილებების კონტექსტში განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები - ზურაბ აბაშიძე

news image
mbc image

თბილისში დღეს მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი - მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ და პოლიტოლოგმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორმა, ჯონ მერშჰაიმერმა მიმართეს. ფორუმში თბილისის საკრებულოს წევრები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სწრაფად ცვალებად გარემოში ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას და ეკოლოგიურ მდგრადობას ითვალისწინებს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.

„თბილისი, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სწრაფად მზარდი ქალაქი, დგას არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, მწვანე პოლიტიკა, განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისები. მდგრადი განვითარების გრძელვადიან პროცესში თბილისის ფორუმი იქცა პლატფორმად, სადაც შეგვიძლია ყოველწლიურად შევაფასოთ პროგრესი და გლობალური ცვლილებების კონტექსტში განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები მოგვცემს შესაძლებლობას გავცვალოთ გამოცდილება და შევიმუშაოთ ახალი ინიციატივები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულო აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა და 6 ივნისს დასრულდება, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: მდგრადი ურბანული განვითარება, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე, სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ტურიზმი და თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფია, მიგრაცია, მდგრადი, ხელმისაწვდომი და სოციალურად ინკლუზიური საცხოვრისი, პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტები.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

13.07.2026.19:01

2026 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა