მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ეს პროტესტი სხვა არაფერია, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის - არჩილ გორდულაძე

news image
mbc image

დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის -რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, შესაძლოა არსებობდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც სავარაუდოდ აპირებდა, წინასაარჩევნოდ შეეწყალებინა  ყოფილი პრეზიდენტი. 


„საზოგადოებისთვის რომ  იყოს კიდევ უფრო ნათელი, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, ერთი შეხედვით, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია, რომ მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს ახლა 6 წელი აქვს პატიმრობა შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენში, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება მაღალი ალბათობით, 6 წლიანი სასჯელი მოიცავს მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პატიმრობის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლო არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ იგი აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის და  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ აპირებდა, რომ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც მათ შორის უნდა ყოფილიყო ალბათ წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვახსოვს, რომ 2021 წელს ზუსტად წინასაარჩევნოდ შემოაპარეს გარკვეულმა პირებმა და უცხოურმა ძალებმა არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ახლაც სავარაუდოდ იყო გარკვეული გათვლა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა შეწყალებულიყო ეს ადამიანი და პროკურატურის დასაბუთება, რომ არსებობდა გარკვეული რისკები მხოლოდ და მხოლოდ გვიმართლდება. ადგნენ ახლა პატივცემულები და აუხსნან საზოგადოებას - რატომ აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა