მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს - ჩამონათვალი

news image
mbc image

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან კვირის ყველაზე აქტუალური საკითხები მოკლედ მიმოიხილა.

„ჩვენ გავიარეთ მიმდინარე საკითხები. 20-ზე მეტი საკითხი იქნება, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ძალიან მოკლედ მოვყვები.

1. საარჩევნო კოდექსი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც დაჩქარებული წესით კანონს მივიღებთ, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დაცვით, რა წესითაც ჩატარდა 2017-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერთ.

2. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხი საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას.

3. ჩვენ გვაქვს ცვლილებების პაკეტი, უკვე ცნობილი, რომელიც ეხება პიროტექნიკის გამოყენების, შეძენის, შენახვის რეგულაციის გამკაცრებას. მიმდინარე დღეები ცხადყოფს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებაა და იმავე პაკეტში ხვალ-ზეგ დავაყენებთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კანონდარღვევად ჩაითვლება ნიღბის ტარება ისეთი შეკრებების დროს, როგორიც დღეს თბილისში ხდება.

4. შემდეგი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ბიუჯეტისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება. სიგარეტისა და IQOS-თვის გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც IQOS-ის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრის ოდენობის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება ხუთი პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს როგორი საგადასახადო რეგულაციაც აქვს, იმავე იქნება ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. ეს ბიზნესი მსგავსი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო და ახლა, იმისათვის, რომ შემცირდეს ეს რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ხოლმე, ზოგ შემთხვევაში სავალალოდაც სრულდება ხოლმე. სხვა სახის გადაწყვეტამ მაინც და მაინც ისეთი შედეგი არ მოგვცა, ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

5. საქართველოს პარლამენტი ასევე დაუშვებს იმ მოცემულობას, როდესაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ექნებათ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 7-ზე მეტი წევრი ეყოლებათ და შესაბამისად, „ხალხის ძალის“ ინიციატივას ჩვენ დავეთანხმეთ და მათ ან ნებისმიერ სხვას, ვინც შემოსვლას გადაწყვეტს, ექნებათ საშუალება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი.

6. ბოლო პერიოდის ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება შევცვალოთ მიმდინარე ბიუჯეტი, შევიტანოთ ცვლილებები 2024 წლის ბიუჯეტში და ხარჯვითი ნაწილი გავზარდოთ, რადგან საშემოსავლო ნაწილია გაზრდილი. ჩვენ ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილი კომპანია Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20.11.2026.18:32

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორს, სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა