მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს - თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდით | მარიამ ლაშხი

news image
mbc image

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მასწავლებლებს ეროვნული დღე მიულოცა და პროფესიული წარმატებები უსურვა.

„27 ოქტომბერს,  მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით გვახსენებს მასწავლებლის მისიას, მის პროფესიულ პასუხისმგებლობასა და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც მას საქართველოს მომავლის ფორმირებაში შეაქვს.
ეს დღე შემთხვევით არ არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესებული. გოგებაშვილმა „დედაენით" თაობებს მხოლოდ წერა-კითხვა არ ასწავლა, არამედ განათლების, ეროვნული თვითშეგნების, სამშობლოს სიყვარულისა და პიროვნული ღირსების შეგრძნება ჩაუნერგა. სწორედ ეს არის მასწავლებლის უდიდესი მისია: ცოდნასთან ერთად ადამიანს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

დღეს აფხაზური ენის დღეც არის და აფხაზ ძმებსა და დებს ამ დღეს ვულოცავ. ჩვენთვის ძვირფასია აფხაზური ენა, რომელიც ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მადლობას ვუხდი აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც ურთულეს პირობებში ინარჩუნებენ განათლების კერებს. მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ქართველი და აფხაზი ბავშვები კვლავ ერთად ისწავლიან.

მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს, თბილისის სკოლებიდან დაწყებული მთის სოფლების პატარა სკოლებით დამთავრებული. თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობენ და ადამიანები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდიან. მე მასწავლებლების ოჯახიდან ვარ, ამიტომ კარგად ვიცი, რომ მასწავლებლის სამუშაო დღე ზარის დარეკვით არ მთავრდება", - განაცხადა მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს  აზროვნების, მსჯელობის, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარებს აძლევს.

„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და იმ განსაკუთრებული სიხარულის განცდას, რომელსაც მოსწავლის წარმატება და მისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა განიჭებთ.
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას თითოეულს, ჩვენი გუნდის სახელით გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ თქვენს შრომას, გავაძლიერებთ მასწავლებლის პროფესიას და ერთად შევქმნით განვითარებული, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ მომავალს!" - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია - პრემიერი

27.10.2026.13:48

საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებას  ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით,ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი. 
 
„შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე, დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, განახლდა საგადახდო სისტემებიც, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინტექ კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, ეროვნული ბანკის ჩართულობით, ვითარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო გადახდების პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ფინანსურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მივესალმებით ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას. 
ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ პროცესში თბილისის ფინანსური სამიტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მჯერა, სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.
ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს გისურვებთ!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა