მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში - ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე

news image
mbc image

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას. 

ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმაერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

„გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მაღალი დონის პოლიტიკური ნდობის გარდა, საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის, განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა:

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და პატივს ვცემთ ქვეყნის არჩევანს. იმედი გვაქვს, მომავალში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოში მიმდინარე პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

10.09.2026.18:03

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. 

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან გამართა. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო შუალედური არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების სწორად და თანმიმდევრულად განხორციელებაზე, ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხზე და საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საოლქო და საუბნო დონეზე არსებული მზადყოფნის შეფასებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, 3 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც ყველა სხვა შუალედური თუ საერთო არჩევნები, მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდება და თითოეულმა საარჩევნო ადმინისტრატორმა საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.

სამუშაო შეხვედრას ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე ესწრებოდა ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და რეგიონული კოორდინატორი ზვიად თენეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა