მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციასა და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება - მაკა ბოჭორიშვილი
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „დღის თემა”.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის როლზე შუა დერეფნის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
„ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთი მხრივ, აზერბაიჯანმა და მეორე მხრივ საქართველომ და ორივე ქვეყანამ ერთად, ჩვენი თანამშრომლობით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის განვითარებაში, ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და დაცვით.
იცით, რომ დაგეგმილია ევროკავშირის მხრიდან დაკავშირებადობის თემაზე კიდევ არაერთი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი რეგიონის ქვეყნების ჩართულობას, მათ შორის საქართველოს ჩართულობას და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება”, - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად - მაკა ბოჭორიშვილი
26.11.2026.08:56
აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად, - განაცხადა გადაცემაში “დღის თემა” ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ორი ქვეყნის ურთიერთობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
„იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც დღეს ჩვენ გვიწევს არსებობა, ჩვენი ურთიერთობები, დინამიკა, პოტენციალი, შესაძლებლობები, რაც ორ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს რეგულარული აზრთა გაცვლა, რეგულარული მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსით საკმაოდ მსუყეა და მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც. წელს ჩვენ არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი გვქონდა, სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში, პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი იყო საქართველოში და სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები მუდმივად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შუა დერეფნის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.
„ეს პოლიტიკური დიალოგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი, ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, სწორედ იმ მოცემულობას, რაც არის ჩვენს გარშემო და იმ პოტენციალს, რაც აქვს დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, განსაკუთრებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით, ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით და ზოგადად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც ჯამში ქმნის, სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას”- აღნიშნა მინისტრმა.