მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

MRS-მოდულის ამოქმედებამდე ბაზრის კვლევაში საშუალოდ 2-3 კომპანია მონაწილეობდა, ახლა შეიძლება, მივიღოთ 12-18 კომპანიის შემოთავაზება და ამ წინადადების დამუშავების საფუძველზე ხდება შესაბამისი შესყიდვის მომზადება - გურამ დუმბაძე

news image
mbc image

ძალიან დიდი ნდობა აქვს პლატფორმას MRS-ს მოდულს, როგორც შემსყიდველებში, ასევე კერძო სექტორში, MRS-ს მოდულის რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება და ბევრი ისეთი კომპანია დარეგისტრირებული, რომლებიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არ მონაწილეობდნენ, - განაცხადა რადიო „იმედის“ ეთერში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დუმბაძემ.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, ბაზრის კვლევის ახალმა ელექტრონულმა მოდულმა მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

„ჩვენ ფაქტობრივად ვთქვით, რომ 9 მილიარდი ლარის შესყიდვა გამოდის 60 ათას ეკონომიკურ ოპერატორზე და ყველას შეგიძლიათ, თანაბრად მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. დიდი დაინტერესებაა. ბაზრის კვლევაში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, 2-3 კომპანია მონაწილეობდა. ახლა, შეიძლება, მივიღოთ 12-18 კომპანიის შემოთავაზება და ამ წინადადების დამუშავების საფუძველზე ხდება შესაბამისი შესყიდვის მომზადება. არის ძალიან დიდი დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან დიდი ნდობა აქვს ამ პლატფორმას MRS-ს მოდულს, როგორც შემსყიდველებში, ასევე კერძო სექტორში. MRS-ს მოდულის რეგისტრაციები ყოველდღიურად იზრდება და ბევრი ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არ მონაწილეობდნენ, არ ოპერირებდნენ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში და ნელ-ნელა კერძო სექტორის მიმწოდებლებიც გადმოვიდნენ სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე თქმით, ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა ბაზარზე, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

„გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, სერვისი გაუწიონ სახელმწიფოს, კონკურენტული პირობები შესთავაზონ, რომელიც მანამდე კერძო სექტორს ემსახურებოდა და სახელმწიფო შესყიდვებით არ იყო დაინტერესებული. MRS-ს მოდული აძლევს საშუალებას, სამართლიან პირობებში მან მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და გაიმარჯვოს ნებისმიერ სატენდერო პროცედურაში. მანიპულაციებს, კონკრეტული კომპანიების პრეფერენციებს, რაღაც მორგებებს ჩვენი რეფორმა ნულამდე ამცირებს. გამორიცხულია, ასეთი რამე განხორციელდეს პრაქტიკაში“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06.10.2026.13:52

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა