მთავრობა თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვის დარეგულირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს
მთავრობა თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვის დარეგულირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. უფრო კონკრეტულად არსებულ კოდექს ემატება 1816 მუხლი - თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვა, რომელიც დაარეგულირებს თევზჭერის იარაღებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
კერძოდ, დარეგულირდება თევზჭერისთვის გამოყენებული იარაღების სამოქალაქო კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული ჯარიმის გაზრდას. არ გამომდინარეობს 12 ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის, რაც მაკონტროლებელ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე, პატრულირებისა და მონიტორინგის ეტაპზე, მოახდინონ სამართალდარღვევის პრევენცია პირის გადამოწმებით და უკანონო თევჭერის იარაღების კონფისკაციით.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების საკითხის დარეგულირება, ვინაიდან, თვითნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის.
დღეისათვის არ არსებობს თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი უკანონო თევზჭერის პრევენციის საკანონმდებლო მოწესრიგება, უშუალოდ უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.