მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს. საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.
სხვა სიახლეები
კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
04.09.2026.13:45
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული. ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას. თქვენ იცით, რომ საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე. მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება. ვხედავ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენს ხალხს ძალიან მოსწონს საქართველო. აქ ბევრი მათგანი ტურისტული მიზნით ჩამოდის და დაცულად გრძნობს თავს. ასევე, დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან თქვენთან ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული,“- განაცხადა მიშელ ბუსკილამ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.