მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
ლევან ჟორჟოლიანმა ფონდის ახალ ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და UNICEF-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ, როგორც UNICEF-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ხელი შეუწყოს ფონდის გლობალური პრიორიტეტების განხორციელებას.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გაეროს სააგენტოებსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ინსტიტუციურ პროგრესს.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა
26.10.2026.17:27
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველ რენატ ბექტუროვთან და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ყაზახური მხარე საქართველოში „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) თანამშრომლობას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ზედამხედველობის მიმართულებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს საქართველოსა და ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ფინანსური მომსახურებისა და საბაზრო თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თალგატ ადუოვი.
ყაზახურ დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდეტი ეკატერინე მიქაბაძე. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.