მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა - რა განიხილეს

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა - რა განიხილეს

26.10.2026.16:11

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა