მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, შეიქმნა ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო, რომელიც წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება, რომელმაც პირველი ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს უწყება განახორციელებს ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს და ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას შეძლებს აღნიშნული ორგანო. გარდა ამისა, შესყიდვებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 ათას ლარს და რომლის განხორციელებაც სურთ სამინისტროებს, სსიპებს თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად აზღვევს კომპანიებს შორის წინასწარ გარიგებებს.

„ასევე მაქსიმალურად დაზღვეულია გარიგებები შემსყიდველის წარმომადგენელსა და კომპანიებს შორისაც. ეს არის აბსოლუტურად კონფედენციალური პროცესი. შემსყიდველი ვერ ხედავს შემოთავაზებულ ფასებს, ვიდრე არ დასრულდება შემოთავაზების ვადა, შესაბამისად, მანიპულაციების დრო და საშუალება თითქმის არ არსებობს. ეს არის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, ხოლო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დღემდე უკვე მოახერხა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის დაზოგვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

13.07.2026.19:01

2026 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა