მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები - შალვა პაპუაშვილი

news image
mbc image

ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შესახებ კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მან აღნიშნულ კონტექსტში გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროკავშირის წევრო ქვეყნების წარმომადგენლების დე მარშის შემთხვევა.

„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები. მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ ხოლმე საქმე.

შეგახსენებთ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის და სხვა ელჩები და ყალბი საფუძვლით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და საჭირო იყო მისი გადაყვანა, გამოუცხადეს დე მარში საქართველოს იმ ქვეტექსტით, რომ მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საქართველოს, რომ ეს პრობლემა - სააკაშვილის ციხეში ყოფნა მოეცილებინათ და სადმე საზღვარგარეთ გაგვეყვანა.

რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ, 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ამხილა იმაში, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებული. აი, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები, როდესაც აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად გამოგონილ, ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა ეს დემარში. ვინ ამყარებდა ამ ბრალდებებს - ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია, რომელმაც ყალბი დასკვნა შეადგინა, სადაც ეწერა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ არის მისთვის სასჯელის გადავადების ყველა საფუძველი და ამ ტყუილში ამხილა სტრასბურგმა ქალბატონი ლომჯარია, რომ არანაირი კრიტიკული მდგომარეობა იქ არ იყო. მეორე - ამ დე მარშს საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იგივეს ამტკიცებდნენ მაშინ და ოპოზიცია.

ახლაც ვინ ქმნის ამ ხმაურს და ფსევდო-მტკიცებულებების კორიანტელს - ოპოზიცია და ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა უცხოელი აქტორის მიმართ, რომ თუ არ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი ქართველი ხალხის მიმართ უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა