მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოვუტანეთ 8 ნოემბერი - ეს არის განსხვავება ბოროტ ძალასა და პროგრესს შორის - ალუდა ღუდუშაური

news image
mbc image

„მინდა გითხრათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოვუტანეთ 8 ნოემბერი. ეს არის ნათელი განსხვავება იმ ბოროტ ძალასა და ნათელს შორის, სინათლეს, პროგრესსა და ქვეყნის ინტერესებს შორის“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 


ღუდუშაური ევროკომისიის დათქმების შესახებ ოპოზიციის განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ოპოზიცია აღარ არსებობს და მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან“.

„ოპოზიცია აღარ არსებობს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის მტრულად განწყობილი, ხელმოცარული, ე.წ. პოლიტიკოსები. მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან. ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ ახალ რეკომენდაციებზე მუშაობას ისე აქტიურად, როგორც ეს მანამდე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, გადავდგათ თამამი, პრინციპული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის პროგრესი იყოს შეუქცევადი და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრება, იყოს მიღწეული.  მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე უარს იტყვის საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების გატარებაზე. ესენი კვლავაც დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, როგორც აქამდე უწოდებენ მათ ამ მდგომარეობას, მაგრამ მათი ეს მდგომარეობა სინამდვილეში არა ბოიკოტი, არამედ რეალურად არის სუბრეალური მდგომარეობა. ესენი მოწყვეტილი არიან რეალობას, მოწყვეტილი არიან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს.  ოპოზიცია არის დასრულებული. მე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რომ ამ ისტორიული, სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“-განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა