ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, მათი გეგმები ყოველთვის წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი არც ერთი გეგმა სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება - მამუკა მდინარაძე
ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ოპონენტების მხრიდან წარმოებულ ბულინგზე, მათ შორის, აღნიშნა, რომ გახსნილი აქვთ ქოლცენტრები და პოლიტიკოსებსაც სწერენ, თუმცა, დაბრუნებული პასუხი არ მოსწონთ, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არავის ეშინია.
„რას არ კადრულობენ, როგორ არ აბულინგებენ ადამიანებს, წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ, ისეთ პასუხებს იღებენ, რომ მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ, ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ, პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ, თუ მათ უნდათ რომ ამ ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ვწერთ, მაგრამ არა - მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია. ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არც ერთი, თავის სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.