მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ მათ წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე

news image
mbc image

მათ ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და დეზერტირობაზე ვინც დააკავეს, დაიჭირეს გასაგებია, მაგრამ საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობდით წინასაარჩევნოდ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, იქ სამხედროებზე საუბარი არავისზე არ არის,  -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა ან არსებობს, ჯარისკაცების დადანაშაულება არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. შესაბამისად, მდინარაძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ომის დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს, იგი არ ეხება არც ერთ ჯარისკაცს, ვინაიდან დანაშაული ჩაიდინა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ.

„არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით ოდესმე - დღეს, ხვალ არსებობდეს ან არსებობდა, არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ გენერალს, მათ მომხრესაც კი -  ეს გოგავა იქნება, ყურაშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება შეეხოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისინი იყვნენ, ვინც მათ დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა - ეს დაშვება გააკეთეს რეზოლუციაზე ხელმოწერით და მერე დაიწყეს დეზერტირობაზე და სხვადასხვა მუხლებით გამოძიება და ჩვენ ვართ ის ხალხი, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ მათგანს, არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრება. იმიტომ, რომ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. ეს იყო მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და თან ღალატი ერქვა ამ დანაშაულს.“ -  აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღო კანონიდან.

„სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, სამშობლოს ღალატის მუხლი, სახელმწიფოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღეს, გააქრეს კანონიდან და სამხედროებთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე ეკიდათ, რა იქნებოდა. საქმეების გამოძიება დაიწყეს, ათეულობით საქმეა დაწყებული - არც ერთზე შედეგი დღეს არ დადგება, არ გაგრძელდება და სამხედროები, გენერლით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, არასდროს არ იქნებიან იმ რისკის ქვეშ, რასაც მათ მიმართ ომთან დაკავშირებით რაიმე სახის ომთან დაკავშირებული გამოძიება შეიძლება ერქვას. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვინ არის რუსის საქმის მკეთებელი, თუნდაც ამ ერთი მაგალითიდან კარგად ჩანს. ევროპისკენ მიმავალია თურმე რუსი და საქმით სიბნელეში ჩამთრევი, გაუპატიურებაში, მკვლელობაში, ბიზნესის რეკეტში და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მხილებულია თურმე ევროპელი. ვერ იქნება ევროპის სახე მწამებელი ვერასდროს.“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა