მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოპოზიცია უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ, აღიარონ შეცდომები და აიღონ პასუხისმგებლობა, ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი- ვინაიდან იქ მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა - ალექსანდრე რაქვიაშვილი

news image
mbc image

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოპოზიცია, ყველა უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე“.

რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აღიარონ წაგება. ამასთან, ის პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტში შესვლაზე და ამბობს, რომ საიდან ისაუბრებს არჩევნების გაყალბებაზე მნიშვნელობა არ აქვს.

„რობესპიერს თავი ხომ მოჭრეს ბოლოში, ისე აქვს თავი მოსაჭრელი ამ ოპოზიციას. ბელადები, ყველა მოსაკვეთია ამ სიტუაციიდან. თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე უნდა შევიდნენ პარლამენტში და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ. აღიარონ შეცდომები, აიღონ პასუხისმგებლობა, ბოდიში ქართველო ხალხო, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი იმედები, წავაგეთ, ეს რეჟიმი გვაქვს რაც გვაქვს და მეტი ეს შეცდომა არ დავუშვათ.

პარლამენტი არის შენობა, იქ არის უმრავლესობა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. როდის შემდეგ გახდა დანაშაული რომ ამ ხალხის გვერდზე დავჯდე და ეს ხალხი ვლანძღო, როცა იღებენ ცუდ კანონებს. ან მოვთხოვო ახალი არჩევნები იმ სავარძლიდან.იმ სავარძელში რომ დავჯდე, იქ ვეღარ მოვთხოვ ახალ არჩევნებს და ვერ ვიტყვი რომ გაჟონაო? იმასაც ვიტყვი, უბრალოდ რა პრობლემაა რომ იქ ვიჯდე“-აღნიშნა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.

„გვარამია და ხაზარაძე დემონსტრაციულად პანღურით გასაგდებები არიან. ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რომ ცირკი მოაწყვეს თავიანთი ტელევიზიებით. მე მესმის ქართველი ხალხი ახლა არ მომისმენს. ვიღაც ცხვრებივით მიჰყვება გვარამიას, ვიღაც ნაწილი კიდევ ვიღაცას, ვიღაც ბედნიერია ქოცებით, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი, მე ასეთ რამეს გავაკეთებდი, ხაზარაძეს, გვარამიას პანღურით გავაგდებდი, მთელ ამ მედია მენეჯერებსაც პანღურით გავაგდებდი, გრიგოლიას და სანაიას თაოსნობით ყველას გავყრიდი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, მათ შორის, არჩევნებზე მილიონები რომ დავხარჯე, ათასობით დამკვირვებელი მყავდა და სადაც ამ დამკვირვებლის საჭიროება იყო იქ არ დავსვი ეს ხალხი.

ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი რომ კლოუნადა მოეწყო ტელევიზიაში. ბოდიშს მოვუხდიდი, რომ უიდეოდ გავედი არჩევნებზე, ვაღიარებდი მარცხს და ვეტყოდი, რომ ხალხნო თუ მაპატიებთ ოდესმე, ვეცდები, რომ 2028-ში მოვიგო. ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი. ვინაიდან იქ [ოპოზიციაში] მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა“-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა