მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოთარ გრიგოლია: საქართველოს ხელისუფლება ძლიერია, მას ხალხის მხარდაჭერა აქვს და ქართველი ხალხი ამ პროცესში გაიმარჯვებს

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში არეულობის მოწყობაში, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ.

„მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ განელდა აქციების დრამატურგია.  ამ დრამატურგიაში თავისი წვლილის შეტანა  რამდენიმე ოდიოზურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სცადა. საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის მქონე გარკვეული პირები   სარგებლობენ თავიანთი უპირატესობით და ცდილობენ საქართველოში  არეულობის შემოტანას. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ცდილობს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს მატარებელი ჩავლილია. ერთადერთი, რაც დაგრჩენიათ, ის არის, რომ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან გააგრძელოთ. ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული და ამ სუვერენიტეტის მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე სხვა ფსევდოღირებულებები, რომლებზეც მიდის აპელირება“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ასევე ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზე, სადაც საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას ცდილობენ. მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფაა.

„მინდა გამოვეხმაურო ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ განიხილოს საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობა ევროსაბჭოში. როგორც იცით, გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, ანუ გაერომ პირდაპირ აღიარა საქართველოს არჩევნები. ასევე ცალსახაა ეუთოს მზაობა თანამშრომლობისთვის პირდაპირი და ირიბი ხერხებით, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. გაუგებარია, რას ეფუძნება ის „მასკარადი“, რომელიც ახლა მიმდინარეობს სტრასბურგში და რომელიც მიზნად ისახავს ქართული დელეგაციის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიან მიმდინარე მოვლენებს და გონივრულობის ფარგლებს დაუბრუნდება ის პროცესი, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ წამოიწყო. ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას“,  -  განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს და 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე შეთანხმებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხვა ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ ამ გადაწყვეტილების ჩაშლას.

„ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოში ფულის შემოდინებას, ქართველი ხალხის დასაქმებას და ქვეყნის კეთილდღეობას. არ მესმის, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბოროტება, რასაც ჩვენი ოპოზიცია აკეთებს. დრო დადგა, სახელი დაერქვას იმას, რაც ქვეყანაში ხდება. კერძოდ, ძალიან მცირე ჯგუფი საზოგადოებისა ცდილობს ყველაფერი არიოს, მაგრამ არაფერი  გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ძლიერია, მას აქვს ხალხის მხარდაჭერა და ქართველი ხალხი ამ პროცესში გაიმარჯვებს“,  -  თქვა ოთარ გრიგოლიამ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა