პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიიღება, შედეგად კი, ათი ათასობით მოქალაქე დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლდება.
„100 000 ალბათ არის ის რიცხვი, რომლის მიღწევაც ძალიან ბევრმა ოჯახმა შეძლო, მაგრამ ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ, რომ შეღავათი ჰქონდეს ადამიანების ამ ჯგუფს, ვისაც 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი და ეს ადამიანებიც გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადისგან“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხვა სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა
29.09.2026.10:40
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.