მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო.

მისი თქმით, 2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებულია 2330 კორესპონდენცია და 1052 სამართლებრივი რეკომენდაცია/შუამდგომლობა. საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან აპარატში 1058 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც 506 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ, 444 - ელექტრომომარაგების, ტარიფებისა და მომსახურების, 106 - გაზმომარაგების, 2 - ირიგაციის საკითხებს უკავშირდება. ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა გაიზრდება. „სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადჰყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს", - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ

20.10.2026.21:04

საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.

როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.

მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა