მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება განიხილეს

news image
mbc image

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი და საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა წარადგინა.

მომხსენებელი კომიტეტების წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებსა და იმ მიზეზებზე ესაუბრა, რომლებიც ბიუჯეტის ცვლილებებს დაედო საფუძვლად. მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში დაგეგმილზე მაღალია რეალური ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და საგადასახადო შემოსავლებიდან მიღებული თანხები, რის შედეგადაც, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდ 136 მილიონი ლარით იზრდება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 481 მილიონი ლარით იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი კი 1.3%-მდე მცირდება.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტების წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებისთვის განაწილების სქემა გააცნო. მისი თქმით, 50 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 35.8 მილიონი ლარით სპორტის სამინისტროს, ხოლო 353 მილიონი ლარით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 417 მილიონი ლარით გაიზრდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი დამატებით 45 მილიონი ლარი გამოეყოფა.

გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი ლარი გადაეცემა. რაც შეეხება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები თანხების ცვლილების გამო, პროგრამის დაფინანსება 3.9 მილიონი ლარით მცირდება.

სხდომაზე საბიუჯეტო კანონპროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტების წევრები სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებით დაინტერესდნენ. დეპუტატების შეკითხვებს ფინანსთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

გარდა ამისა, კომიტეტების წევრებმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა განიხილეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

29.11.2026.17:37

2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა