მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად  კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

news image
mbc image

„დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას",  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა,  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპული  იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას რამდენად რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო.

„გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მაშინაც, ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფის ნაწილი იყვნენ. მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების და  ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას, მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, კოჯორში, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 

„104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა - სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ  „ორჯონიკიძეები", რომლებიც 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის, საზღვრების ჩაკეტვას, რაც იყო პირდაპირი გზა ახალი ომისკენ და პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალი ხელყოფისკენ. ის „ორჯონიკიძეები" ჩვენს შორის კვლავ არიან და ეს მაშინ, როდესაც  ყველაფერი უკვე ცნობილია -  ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაზეც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური,
საინფორმაციო თუ სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ასევე ვიცით, რომ რომ არა ჩვენი ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და მეორე უკრაინა გვექნებოდა.

ვფიქრობ, სამი წლის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ყველამ გაანალიზოს, სად იდგა სამი წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, ის ხალხი ვინც საქართველოს  ესკალაციისკენ მოუწოდებდა, 21-ე საუკუნის „ორჯონიკიძეები" და იქნებ გაანალიზონ, რომ საკუთარი ქვეყნის გვერდში დგომასა და საქართველოს ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს პატრიოტმა ადამიანმა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა