პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 75 ხმით, 5 - ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონის პროექტის თანახმად, 2027 წლის 1 იანვრამდე განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს, 2036 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.
ამასთანავე, კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, განსხვავებული ტარიფები დაადგინოს მოხმარების მიხედვით.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
28.10.2026.16:38