მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები და 79 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირა.

საკითხზე მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეროვნული ბანკის მიმართ სავალუტო ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეხება.

კანონპროექტით დეტალურად გაიწერა ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ეროვნული ბანკის საბჭო 1 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების ვალდებულების დაკისრებას.

ცვლილების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოვალეობას შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

ასევე იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და განისაზღვრება შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა. საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად მოიწვიოს დარგის ექსპერტი და განსაზღვროს მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება.

პროექტის თანახმად, ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ციფრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

13.10.2026.16:03

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება დაუსრულებელი მშენებლობებისათვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო შეღავათი 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება.

ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა და მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია „საგადასახადო კოდექსით" გათვალისწინებული ყველა პირობა.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, უკვე წლებია მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, ხორციელდება შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც 12 ათასზე მეტმა ოჯახმა დახმარება უკვე მიიღო.

მისივე თქმით, სამშენებლო პროექტების უწყვეტად განხორციელებისა და კომპანიებისთვის საბანკო სექტორიდან საჭირო დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გონივრული პერიოდით გახანგრძლივება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა