მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

news image
mbc image

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და 2026 წლის 5 თვის შედეგები გააცნო.

სხდომაზე საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა განვითარებული სადაზღვევო სექტორის გარეშე. მისი თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე, საშუალოდ, ქვეყნის ეკონომიკა.

„დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

10.08.2026.13:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა