მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

news image
mbc image

პრემიერის ინიციატივაზე პარლამენტი მუშაობას იწყებს. დღეს, პირველივე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდა, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია შვიდ-შვიდი წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კანონმდებლები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და გზებზე, როგორ უნდა შემცირდეს ფასები.

მმართველი გუნდის შეფასებით, სამთავრობო კომისიასთან ერთად შექმნილი დროებითი კომისიის მიზანია, ფასებმა ალოგიკური ზღვრიდან ლოგიკურ ნიშნულამდე დაიწიოს და საზოგადოებისთვის ტვირთი შემსუბუქდეს.

„პარლამენტში შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ის ალოგიკური ფასწარმოქმნა, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში 86 პროცენტსაც კი აღწევს საბაჟოდან კონკრეტული ქსელური მარკეტის დახლამდე, დაიწიოს იმ ლოგიკურ ზღვრამდე, რაც იქნება ნაკლებ ტვირთად ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ შეეხება მხოლოდ პროდუქტებს, აქ იქნება მედიკამენტებზეც, საწვავზეც საუბარი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ

20.10.2026.21:04

საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.

როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.

მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა