მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და მიუღებელია, როდესაც  საპასუხოდ ვიღებთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს - არჩილ გორდულაძე

news image
mbc image

რაც ვნახეთ, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე დაწერა პოსტი, შემდეგ წაშალა, შემდეგ ისევ დაწერა, კიდევ  წაშალა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ განცხადება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, მათ შორის, შეგვიჩერეს პირდაპირი ფრენები - ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი, პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი,  -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორებთან ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდეს და არაერთ ქართველს საკუთარი სისხლით დაუმტკიცებია, რომ ქვეყანა თავის წილ ვალდებულებებს ნამდვილად ასრულებს. ამის საპასუხოდ ტყუილსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, გორდულაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან „კუდის მოქნევას“ ჰგავს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორების მიმართ ვიყოთ ღირსეულები და არაერთ ქართველს, საკუთარი სისხლის და ოფლის ფასად გადაუხდია ეს ვალი და დაუმტკიცებია, რომ ჩვენ ნამდვილად ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამის საპასუხოდ ვიღებთ აბსოლუტურ ტყუილს და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს უფრო ჰგავს კუდის მოქნევის მცდელობას ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რათა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ.“ -  განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფილი იყო როგორც თავისუფალი გადაადგილება, ისე ვაჭრობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, შესაბამისად, საქართველო სხვა სტრატეგიული პარტნიორებისგანაც მსგავს მიდგომას მოელის. 

„ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, უმოკლეს ვადაში პირდაპირი ფრენები და გადაადგილებაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანასთან და ქართულ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩინეთში თავისუფლად იმოგზაუროს და მათ შორის, ვაჭრობის შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ მოველით, რომ სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც მიბაძონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და პარტნიორობის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან, მათთანაც იყოს გამეორებული.“ - განაცხადა გორდულაძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა