მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება - კონსტანტინე ზარნაძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.

კონსტანტინე ზარნაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, რომლებმაც უდიდესი მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნაზე უარი თქვეს. 

„ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მე ვფიქრობ, მისი გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება. ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ერი, როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგავართ. განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით გაერთიანება რწმენით, სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით. სწორედ ამ ერთობაშია ჩვენი რეალური ძალა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამემამულე მუსლიმებს, რომლებმაც უარი თქვეს ნოვრუზ და რამაზან ბაირამის დღესასწაულების სადღესასწაულო გარემოში აღნიშვნაზე და შემოუერთდნენ საერთო გულისტკივილს, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში მთელი ერი ვატარებდით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა. ასევე მინდა ამ ერთიანობის გამო მადლობა გადავუხადო ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ტკივილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ძლიერი მხარეა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დანაბარები უნდა შევასრულოთ. 
„მე ვფიქრობ, ჩვენი ვალია პატრიარქის დანაბარები, რომელიც მან თავისი სიცოცხლით და ქმედებებით გამოხატა, რომ ვყოფილიყავით ერთიანები, ძლიერები, გვქონოდა ერთმანეთის პატივისცემა, აღვასრულოთ. სწორედ მაშინ იქნება მისი სული ბედნიერი, მისი რეალური საქმე - გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი ეპოქის დასასრულს ექნება ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

17.09.2026.20:14

2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა