პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს - ჯეიჰუნ ბაირამოვი
25.11.2026.08:52
საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ათწლეულების შემდეგ - გასული წლის ბოლოდან ჩვენი ქვეყნის მიერ ახალი ნაბიჯი გადაიდგა, სომხეთში ნავთობის პროდუქტების მიწოდება დავიწყეთ. ესეც რა თქმა უნდა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საშუალებით ხორციელდება და მიგვაჩნია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩვენი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი”, - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეების მიმართულებებით არსებულ თანამშრომლობაზე.
„ჰუმანიტარული მიმართულებით ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორც ტრადიცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით აღვნიშნავ განათლების სფეროში თანამშრომლობას. უნივერსიტეტების რექტორების ფორუმის ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში სწავლას - 1100-ზე მეტია მათი რაოდენობა; ასევე უმაღლესი განათლების შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობა, კულტურის სფეროში ურთიერთობა. ახალგაზრდობის სფეროში საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს და მიხარია, რომ ეს რეგულარული ხასიათისაა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო ტანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითია”, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.