მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და მზად არის, ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დამატებით სტიმულს მისცემს.

DBH Group-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესჯგუფია, რომელიც 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს შესახებ გავრცელებული ნარატივები ხშირად არ შეესაბამება რეალობას - მაკა ბოჭორიშვილი

16.09.2026.18:48

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედია სამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუს"-ის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში" - საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლებში გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროპულ მისწრაფებებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე ისაუბრა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ნარატივები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან.

„საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილია - შეხედეთ ციფრებს: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე.

„შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსთვის შესაძლებლობებსაც ქმნის, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა," - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

„თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან, რაც, მისი თქმით, ქვეყნის მნიშვნელოვანი როლის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება.

მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი, აბდულა ბინ ტუკი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეთ ჰაჯიევი. სესიას მოდერაციას უწევდა „ევრონიუს"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პედრო ვარგას დავიდი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა